გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 232 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“ 198 963 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ორით გაიზარდა.

ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების საერთო მაჩვენებელი 9 064-ს აღწევს.