გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 11 242 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 11 242 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობთ გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 403 291-ს აღწევს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 49 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში 9 954 ადამიანი გარდაიცვალა.