გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 1 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 1 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში ვირუსის 3 723 798 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 90 523 ადამიანი.