გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მიერ 9 მარტს გავრცელებული ცნობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 112-ია. მანამდე ეს მაჩვენებელი 902 იყო.
როგორც ინსტიტუტში განაცხადეს, ინფიცირებულთაგან 484 ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის მცხოვრებია.
როგორც ცნობილია, „კოვიდ-19“-ით გერმანიის ერთი მოქალაქე დაიღუპა – 60 წლის ჰამბურგელი მეხანძრე ქალი, რომელიც თებერვლიდან ეგვიპტეში იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე გერმანიის ტერიტორიაზე ვირუსს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კორონავირუსის გავრცელების გამო, ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკის ოფისმა საგანგებო ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკის 3700 თანამშრომლიდან უმრავლესობა 9 მარტიდან დისტანციურად, სახლიდან იმუშავებს.
თავის მხრივ, ევროპარლამენტი უკვე განიხილავს ამ კვირაში დაგეგმილი პლენარული სხდომების გადადებას.