გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შესამცირებლად ახალი შემზღუდველი ზომები ამოქმედდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შესამცირებლად ახალი შემზღუდველი ზომები ამოქმედდა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 66 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მედია გერმანიის „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

100 000 მოსახლეზე ინციდენტობის მაჩვენებელმა პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად 400-იან მაჩვენებელს გადააჭარბა.

გერმანიამ 300-იან ნიშნულს 15 ნოემბერს მიაღწია. ინფიცირების მაჩვენებლის შესამცირებლად, ქვეყანაში ძალაში შევიდა ახალი შემზღუდველი ზომები, რომელიც მოიცავს ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ცნობის ან უარყოფითი ტესტის ჩვენების აუცილებლობას საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამუშაო ადგილებზე შესასვლელად.

მანამდე, ტესტის წარდგენა დახურულ სივრცეებში, მათ შორის ბარებში, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში შესვლისას იყო აუცილებელი.

გერმანიის მთავრობა დამსაქმებლებს მოუწოდებს, შესაძლებლობის შემთხვევაში, თანამშრომლებს სახლიდან მუშობის ნება დართონ. ასევე, ტარდება სავალდებულო, ყოველდღიური ტესტირება მოხუცებულთა თავშესაფრების თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის, მიუხედავად იმისა, ჩაუტარდათ თუ არა ვაქცინაცია.