გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 193 243-ია.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 8 954 ადამიანი გარდაიცვალა.