გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 57-ით გაიზარდა

12:34, 16.05.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 620 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

განახლებული მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 173 772 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რიცხვი 57-ით გაიზარდა და ახლა 7 881-ს შეადგენს.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რობერტ კოხის ინსტიტუტი მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსგავსი