გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა
გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „კოვიდ-19“-ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა ქალაქ ჰაინსბერგში, ხოლო მეორე ქალაქ ესენში.
ცნობილია, რომ ესენში ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 89 წლის ქალი, რომელსაც არაერთი ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ვირუსის დიაგნოზი მას გასულ კვირას დაუსვეს.
ჰაინსბერგში კი კორონავირუსს ემსხვერპლა 78 წლის მამაკაცი. მას გულის უკმარისობა და დიაბეტი ჰქონდა.
9 მარტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 000-ს აჭარბებს.