გერმანიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირების ახალ შემთხვევებს მეშვიდე დღეა, აჭარბებს

20:02, 17.04.2020
FILE PHOTO: German Health Minister Jens Spahn gives a news conference on the coronavirus disease (COVID-19) in Berlin, Germany, April 9, 2020. REUTERS/Annegret Hilse/Pool

FILE PHOTO: German Health Minister Jens Spahn gives a news conference on the coronavirus disease (COVID-19) in Berlin, Germany, April 9, 2020. REUTERS/Annegret Hilse/Pool

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის ინფორმაციით, გერმანიაში მიმდინარე კვირის განმავლობაში, ყოველდღე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ახალინფიცირებულთა მაჩვენებელზე მაღალი იყო.

„კოვიდ-19“-ის 134 000-მდე დადასტურებული შემთხვევით, გერმანია მსოფლიო მასშტაბით მეხუთე ადგილზეა. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 4 105 შემთხვევა ფიქსირდება.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გერმანიაში ვირუსისგან უკვე 66 500 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის მიზეზი გერმანიის დროული და მასშტაბური ტესტირების პროცედურებია.

მსგავსი