გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული კარანტინი 7 მარტამდე გახანგრძლივდა
გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული კარანტინი 7 მარტამდე გახანგრძლივდა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და ფედერალური მიწების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი 7 მარტამდე გახანგრძლივდა.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა ძალაში რჩება, პირველი მარტიდან ქვეყანაში შესაძლოა, სილამაზის სალონები გაიხსნას.

გერმანიის კანცლერი და ფედერალური მიწების ხელმძღვანელები ასევე შეთანხმდნენ, რომ ფედერალური მიწების ხელმძღვანელები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას მათ მიწებზე სკოლებისა და საავშვო ბაღების მუშაობის განახლების შესახებ, რაც მათ რეგიონებში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ გერმანიაში დაკეტილია მაღაზიები, გასართობი ცენტრები. კაფეები და რესტორნები კი ნოემბრის შემდეგ მხოლოდ გატანის სერვისთ მუშაობენ. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 63 767 ადამიანი გარდაიცვალა.

ანგელა მერკელისა და ფედერალური მიწების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გერმანიაში კოვიდ-19 ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი 7 მარტამდე გახანგრძლივდა