გერმანიაში კორონავირუსის 9 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 298 ინფიცირებული
გერმანიაში კორონავირუსის 9 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 298 ინფიცირებული

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9 677-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 298 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 77 401 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2,9 მილიონი შემთხვევა.