გერმანიაში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა ადამიანი
გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 196 944 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 9 024 ადამიანი.