გერმანიაში კორონავირუსის 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი
გერმანიაში კორონავირუსის 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 199 726 შემთხვევაა გამოვლენილი.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით სამი ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობა 9 071-ს აღწევს.