გერმანიაში კორონავირუსის 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 345-ით გაიზარდა. გარდაიცვალა 30 ინფიცირებული.
აღნიშნულ მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს, რომელიც გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს წარმოადგენს.
ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, გერმანიაში სულ დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 187 184 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 8 830-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 173 600 პირი.