გერმანიაში კორონავირუსის 22 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 22 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 22 964 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში გამოვლენილია დაინფიცირების 902,528 შემთხვევა.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 254 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 13 884-ს აღწევს.