გერმანიაში კორონავირუსის 2 337 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 227-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. სულ ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის 150 383 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 5 321 ფატალური.
როგორც რობერტ კოხის ინსტიტუტი იუწყება, ქვეყანა დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეტაპზე უსაფრთხოდ რომ გადავიდეს, კორონავირუსის დღიური შემთხვევები მხოლოდ რამდენიმე ასეულს უნდა შეადგენდეს.