გერმანიაში კორონავირუსის 15 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 15 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამეში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15 813-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 248 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 75 212 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2,69 მილიონი შემთხვევა.