გერმანიაში კორონავირუსის 13 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 99 ადამიანი

10:05, 21.03.2021

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 99 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 2 659 516 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 74 664 ადამიანი.

მსგავსი