გერმანიაში კორონავირუსის 11 176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი
გერმანიაში კორონავირუსის 11 176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 11 176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში დაინფიცირების 429 181 შემთხვევაა გამოვლენილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 29-ით გაიზარდა.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გერმანიაში 10 032-ს აღწევს.