გერმანიაში კარანტინი 2021 წლის 10 იანვრამდე გაახანგრძლივეს
გერმანიაში კარანტინი 2021 წლის 10 იანვრამდე გაახანგრძლივეს

გერმანიაში კარანტინი 2021 წლის 10 იანვრამდე გაახანგრძლივეს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა გააკეთა.

ანგელა მერკელის თქმით, შეზღუდვების მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზანი ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის შემცირებაა.

კერძოდ, როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანიის მთავრობის მიზანია, კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები ყოველ 100 000 მოქალაქეზე 50 ადამიანს არ აჭარბებდეს.

„ჯერ ამ მიზნის მიღწევამდე შორია. კორონავირუსის გამო ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანი იხოცება“, – განაცხადა მერკელმა.

ამჟამად გერმანიაში მოქმედი შეზღუდვები ვრცელდება მოქალაქეების შეკრებაზე, მოგზაურობაზე, კულტურულ ღონისძიებებსა და საკვებ ობიექტებზე.

კარანტინის ზომების მოქმედების ვადაზე გერმანიის მთავრობა კიდევ ერთხელ 4 იანვარს იმსჯელებს.

პარალელურად, გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ემზადებიან. ვაქცინა ევროკავშირში სავარაუდოდ უკვე დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.