გერმანიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს

გერმანიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შტუტგარტის პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც ცნობილია, 29 წლის ეჭვმიტანილს გერმანიის მოქალაქეობა აქვს. სამართალდამცველებმა მის წინააღმდეგ ოპერაცია ქალაქ ფრაიბურგში ჩაატარეს.

გამოძიების ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 2013 წლის დეკემბერში სირიაში ჩავიდა, სადაც 2014 წლის თებერვლამდე დარჩა. ამ ხნის განმავლობაში ის ალეპოში, ტერორისტული დაჯგუფების ბანაკში იმყოფებოდა. 2014 წლის თებერვალში ეჭვმიტანილი სხვა რადიკალურ მოძრაობას შეუერთდა. ის მებრძოლის ფუნქციას ასრულებდა.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შესაძლოა, ლატაკიის პროვინციაში მომხდარ თავდასხმებში მონაწილეობდა. 29 წლის ეჭვმიტანილი გერმანიაში 2018 წელს დაბრუნდა.