გერმანიაში ჰამბურგის აეროპორტმა თანამშრომლების მოულოდნელი გაფიცვის გამო მუშაობა შეწყვიტა

13:52, 09.03.2025

გერმანიაში ჰამბურგის ჰელმუტ შმიდტის აეროპორტმა თანამშრომლების მოულოდნელი გაფიცვის გამო მუშაობა მთლიანად შეწყვიტა.

„დღეს დაგეგმილი იყო 144 ჩამოფრენა და 139 გამგზავრება, საიდანაც აეროპორტმა დღეს დილით მხოლოდ 10-მდე ფრენის განხორციელება შეძლო“, – განაცხადა ჰამბურგის აეროპორტის წარმომადგენელმა.

აეროპორტი მგზავრებს მოუწოდებს, მათი ფრენების შესახებ ინფორმაციისთვის შესაბამის ავიაკომპანიას დაუკავშირდნენ. გაფიცვა Ver.di-ს პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, ხელფასების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

„სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ზეწოლას, გაფიცვის მიზანი ეკონომიკური ზიანის მიყენებაა”, – განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა.

მსგავსი