გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 2 237 ადამიანს დაუდასტურდა
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 2 237 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. უკვე მეორე დღეა, ზედიზედ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
ოფიციალური მონაცემებით, სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 145 694 შემთხვევა. აქედან პაციენტების ორი მესამედი უკვე განიკურნა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 281 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 4 879 შეადგინა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში გერმანიაში კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა.