გერმანიაში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გერმანიაში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიაში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, 57 წლის მამაკაცი – დევიდ ს. პოტსდამში აიყვანეს. მის საცხოვრებელ ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თანხის სანაცვლოდ დოკუმენტები გადასცა რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს. ის საელჩოს ადგილობრივი თანამშრომელია.

საქმეზე გერმანელმა და ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს.