გერმანიაში „ეშმაკის ბორბლის“ დაზიანების შედეგად ხუთი მცირეწლოვანი დაშავდა
გერმანიაში „ეშმაკის ბორბლის“ დაზიანების შედეგად ხუთი მცირეწლოვანი დაშავდა

გერმანიაში „ეშმაკის ბორბლის“ დაზიანების შედეგად ხუთი მცირეწლოვანი დაშავდა.

ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბავარიის ფედერალურ მიწაზე მოხდა.

ტირშენროითის რაიონის პოლიციის მთავარი სამმართველოს ცნობით, ატრაქციონი საყრდენს ჩამოწყდა.

ინციდენტის დროს დაახლოებით ხუთი მეტრის დიამეტრის „ეშმაკის ბორბალზე“ სულ რვა ბავშვი იმყოფებოდა. მათი ასაკი ორიდან რვა წლამდე მერყეობს. მათგან ხუთ მცირეწლოვნის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დანარჩენ სამს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ინციდენტის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.