გერმანიაში, ერთ-ერთ შახტში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
გერმანიაში, ერთ-ერთ შახტში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გერმანიაში, ერთ-ერთ შახტში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, 35-მდე კი, რამდენიმე საათის განმავლობაში მიწისქვეშ, 700 მეტრის სიღრმეში იყო გაჭედილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ტოიჩენტალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შახტში აფეთქება ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა. შედეგად კი, გარეთ გასასვლელი გზა ჩაიხერგა.

მაშველებმა შახტში ჩარჩენილი ყველა ადამიანი გამოიყვანეს.