გერმანიაში ექთან ნილს ჰეგელს 85 პაციენტის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
გერმანიაში ექთან ნილს ჰეგელს 85 პაციენტის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში ექთან ნილს ჰეგელს 85 პაციენტის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) ავრცელებს. 42 წლის ნილს ჰეგელს 15 წლის შემდეგ სასჯელის გადახედვის უფლება არ ექნება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1999-დან 2000 წლამდე პერიოდში ქვემო საქსონიაში, ოლდენბურგისა და დელმენჰორსტის კლინიკებში მუშაობისას, ნილს ჰეგელი პაციენტებისთვის მედიკამენტების შეყვანის გზით განგებ იწვევდა მათი გულის გაჩერებას, რათა შემდგომ პაციენტების რეანიმირებით გარშემომყოფთა აღტაცება გამოეწვია. თუმცა უმეტეს შემთვევაში მას ადამიანების რეანიმირება არ გამოსდიოდა.

​სასამართლოში ნილს ჰეგელმა მსხვერპლთა ოჯახებს ბოდიში მოუხადა.