გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა, 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა, 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს

გერმანიაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა, 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა პიტერ ატლმაიერმა ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენს წინ სამი თუ ოთხი რთული ზამთრის თვე გველის, შესაძლოა, შეზღუდვებმა 2021 წლის დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაშიც იმოქმედოს“, – განაცხადა ალტმაიერმა.

„როიტერი“ წერს, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, ქვეყნის 16 ფედერალურ შტატში მკაცრი შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 1 028 089 შემთხვევა.