გერმანიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა
გერმანიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა

გერმანიაში უცნობი მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა. სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდირება ადგილზე მოახდინეს.

მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული. ინციდენტი ქალაქ გელზენკირხენში მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცმა პოლიციის ავტომობილის დაზიანება სცადა, შემდეგ კი სამართალდამცველებს თავს დაესხა.

პოლიციელებმა ის გააფრთხილეს და თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, თუმცა თავდამსხმელი მოწოდებას არ დაემორჩილა. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებული წარმოშობით თურქია.

ამასთან, გერმანიამ ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის იერიშის შედეგად, ბაღდადში ირანელი გენერალი მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მომხდარ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ანალოგიური თავდასხმა მოხდა საფრანგეთშიც. ქალაქ მეცში მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს. ის სამართალდამცავებმა დაჭრეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელი რადიკალ ისლამისტ მებრძოლებთან იყო დაკავშირებული.