გერმანიაში დაკავებული მამაკაცი ბიოლოგიური იარაღით ტერაქტის განხორციელებას აპირებდა
გერმანიაში დაკავებული მამაკაცი ბიოლოგიური იარაღით ტერაქტის განხორციელებას აპირებდა

გერმანიის ქალაქ კელნში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობდა.

29 წლის ეჭვმიტანილი ტუნისის მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში რამდენიმე წელია ცხოვრობს. პოლიციამ ჩხრეკისას სახლში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინა, რომლის საშუალებითაც, სამართალდამცველების ვარაუდით, მამაკაცი ბიოლოგიური იარაღის შექმნას და ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმართ იდეოლოგიურ მხარდაჭერას არ მალავს. პოლიციის ყურადღება მან რამდენიმე დღის წინ მიიპყრო.

დატოვე კომენტარი