გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ავტოგასამართ სადგურზე მძევალი ჰყავდა აყვანილი
გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ავტოგასამართ სადგურზე მძევალი ჰყავდა აყვანილი

გერმანიის ქალაქ ბოხუმში პოლიციამ დააკავა მაამკაცი, რომელსაც ავტოგასამრთი სადგურის თანამშრომელი ქალი მძევლად ჰყავდა აყვანილი. პოლიციის ინფორმაციით, ქალიც და თავდამსხმელიც უვნებლები არიან.

დაკავებული გერმანიის მოქალაქე 46 წლის მამაკაცია, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. ის პოლიციას მოლაპარაკებების შედეგად ჩაბარდა.

მამაკაცის მოქმედების მოტივი უცნობია, სამართალდამცველებმა ტერორიზმის ვერსია გამორიცხეს