გერმანიაში, ჩილიმბარში თავდასხმა შესაძლო ტერორისტულ აქტად შეაფასეს
გერმანიაში, ჩილიმბარში თავდასხმა შესაძლო ტერორისტულ აქტად შეაფასეს

გერმანიაში, ჩილიმბარში თავდამსხმელს სავარაუდოდ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული შეხედულებები და მოტივი ჰქონდა. ამის შესახებ გერმანელი პროკურორები იუწყებიან. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საქმეს იძიებენ როგორც ტერორისტულ თავდასხმას.

მედიის ცნობით, კი გერმანიის პოლიციამ ვიდეოჩანაწერს მიაგნო, რომელიც სავარაუდოდ სწორედ თავდამსხმელს ეკუთვნის. ვიდეოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით პოლიციას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გერმანიის ქალაქ ჰანაუს ცენტრში, ერთ-ერთ ჩილიმ ბარში ბოროტმოქმედმა ცეცხლი 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე გახსნა. მეორედ კი თავდამსხმელმა ცეცხლი ქალაქის სხვა უბანში გახსნა. შემდეგ ბოროტმოქმედი სახლში წავიდა, სადაც თავი მოიკლა. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.