გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 711 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი

10:19, 24.08.2020

გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 711 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ 19“-ით 233 575 ადამიანი დაინფიცირდა.

ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9 272-ს აღწევს.

მსგავსი