გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 814 შემთხვევა გამოვლინდა

08:17, 07.09.2020

გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 814-ით გაიზარდა. ინფორმაციას „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 250 799 შემთხვევა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში ვირუსს სულ 9 325 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი