გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 25 831 ადამიანს დაუდასტურდა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 25 831 ადამიანს დაუდასტურდა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25 831-ით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 247 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 მილიონზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 79 628 შეადგინა.