გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი
გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 7 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ინფორმაციას „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 348 557 შემთხვევა. ლეტალურ შემთხვევეათა რიცხვი 9 734-ს აღწევს.