გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი
გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი

გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 9 აპრილს დაფიქსირებული რეკორდული მონაცემის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩევნებელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 310 144-ს შეადგენს. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 9 578 ადამიანი ემსხვერპლა.