გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 21 506 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 506 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას „როიტერი“რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 166 ადამიანი დაიღუპა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 619 089 შემთხვევა, მათ შორის 11 096 ლეტალური აღმოჩნდა.