გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 516 ადამიანი დაინფიცირდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 516 ადამიანი დაინფიცირდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 4 516 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 11 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 314 660 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 9 589 პაციენტი გარდაიცვალა.