გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 203 ადამიანი დაინფიცირდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 203 ადამიანი დაინფიცირდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 203-ით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 19 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 748 000-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 91 416 შეადგინა.