გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 404 შემთხვევა დაფიქსირდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 404 შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 404-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 57 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 727 000-ზე მეტი შემთხვევა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 90 819 შეადგინა.