გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ოთხი ათასით გაიზარდა. გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის უწყების მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა 3 965 ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდნეობა 52 547-ს შეადგენს. ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა 64 ადამიანი, სულ მსხვერპლთა რიცხვი 389-ს შეადგენს.

გერმანიასთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემები აქვს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს, რომლის თანახმადაც გერმანიაში კორონაირუსით დაავდების შემთხვევები 57 695-ს შეადგენს, გარდაცვლილია 433 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 8 481 ადამიანი.