გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 194 შემთხვევა გამოვლინდა

07:58, 17.09.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ 19“-ის 2 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 265 857 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 9 371 გარდაიცვალა.

მსგავსი