გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:33, 30.04.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა 173 ინფიცირებული. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 6 288-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 160 000 შემთხვევა, თუმცა, პაციენტების 75 პროცენტი უკვე განკურნებულია. გერმანიაში რჩება ინფიცირების 34 672 აქტიური შემთხვევა.

მსგავსი