გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ​8 072 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 813 ადამიანი
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ​8 072 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 813 ადამიანი

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 813 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა 8 072 კოვიდინფიცირებული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 2 299 996 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 62 969 ადამიანი, განიკურნა ორ მილიონზე მეტი პაციენტი.

როგორც გერმანელი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ბოლო შვიდ დღეში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურად იკლებს. ამჟამად ყოველ 100 000 მოქალაქეზე აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 68 შემთხვევა.

ფედერალური და რეგიონული მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის პირობებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნა გერმანიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 50-ს არ გადააჭარბებს.