გერმანიაში ავტომობილი კარნავალის მონაწილეებში შევარდა
გერმანიაში ავტომობილი კარნავალის მონაწილეებში შევარდა

გერმანიაში ავტომობილი კარნავალის მონაწილეებში შევარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. საჭესთან მყოფი პირი დაკავებულია. ჯერ უცნობია, იყო თუ არა ეს განზრახ ქმედება.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე, ჰესენის მიწაზე, ქალაქ ფოლკმარზენში მოხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მუშაობს.