გერმანიაში შობამდე ერთი კვირით ადრე ამერიკული კომპანია Amazon -ის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
კომპანიის თანამშრომლები ლაიპციგსა და ვერნში გაიფიცნენ. პროფკავშირების ინფორმაციით, გერმანიაში Amazon – ის თანამშრომლები გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე სხვა მსგავსი კომპანიის თანამშრომლები.
Amazon – ის გერმანიის ფილიალში აცხადებენ, რომ დასაქმებულები თავდაპირველად 10, 78 ევროს იღებდნენ საათში, ორი წლის შემდეგ კი ანაზღაურება თვეში 2397 ევროს აღწევს.