გერმანიაში აეროპორტების თანამშრომელთა ერთდღიანი გაფიცვის გამო 1000 რეისი გადაიდო და 200 000 მგზავრი დაზარალდა
გერმანიაში აეროპორტების თანამშრომელთა ერთდღიანი გაფიცვის გამო ქვეყნის მასშტაბით 1000 რეისი გადაიდო, რის გამოც 200 000 მგზავრი დაზარალდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გაფიცულები არიან 11 მსხვილი აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები. ბერლინის, ჰამბურგის, ჰანოვერისა და შტუტგარტის აეროპორტებში ყველა ფრენა გაუქმდა.
აეროპორტებმა ის მგზავრებიც გააფრთხილეს, რომლებიც გერმანიას სატრანზიტოდ იყენებენ, რომ გაფიცვის გამო, შეიძლება, მათაც შეექმნათ შეფერხებები.
გაფიცულების მთავარი მოთხოვნა საათობრივი ხელფასის 2,80 ევროთი გაზრდაა.