გერმანიაში აცხადებენ, რომ ​კორონავირუსის ბრიტანული სახეობის შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში ყოველკვირეულად ორმაგდება
გერმანიაში აცხადებენ, რომ ​კორონავირუსის ბრიტანული სახეობის შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში ყოველკვირეულად ორმაგდება

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული სახეობის შემთხვევების რიცხვი ყოველკვირეულად ორმაგდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე იენს შპანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეს სახეობა შესაძლოა, დომინანტური გახდეს.

„ვირუსის ის სახეობა, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს, განსაკუთრებულად გვაშფოთებს. ორი კვირის წინ ეს ვარიანტი გამოკვლეული ნიმუშების მხოლოდ 6%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ახლა ის 20-22%-ზე მეტია“, – განაცხადა შპანმა.

რობერტ კოხის ინსტიტუტმა „პისიარ“ ტესტის 23 ათასზე მეტი დადებითი ნიმუში გააანალიზა და დაასკვნა, რომ კორონავირუსის მუტაციები გერმანიაში სწრაფად ვრცელდება.