გერმანიაში 21 თებერვალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცებიან

16:00, 19.02.2025

გერმანიაში 21 თებერვალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცებიან.

როგორც პროფკავშირებში განმარტავენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყნის ექვს ფედერალურ მიწაზე შეწყდება, მათ შორის ბადენ ვიურტემბერგში, ბრემენში, ჰესეში, ქვედა საქსონიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და რაინლანდ პფალცში.

სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა გაფიცვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელფასების მატებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა ვერ შეძლეს.

მსგავსი